საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქვეითი პატრულები დღეიდან ვაკის პარკში, ლისის და კუს ტბის ტერიტორიაზეც იქნებიან

0 კომენტარი
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში საპატრულო პოლიციის რეფორმა გრძელდება და ქვეითი პატრულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა.

შსს-ში ამბობენ, რომ გაფართოვდა მათი სამოქმედო არეალიც და დღეიდან 20 ჯგუფად დაკომპლექტებული ქვეითი პატრულები ვაკის პარკში, ლისის და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე დედაქალაქის სტუმრების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავენ.

უწყების ინფორმაციით, თავდაპირველად ქვეითი პატრულ-ინსპექტორები 10 ჯგუფად იყვნენ დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ისინი დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, ზაარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის გამზირებსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე პატრულირებდნენ.

შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეით პატრულ-ინსპექტორებს გააჩნიათ თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები