კრიმინალი

ოჯახში ძალადობისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქის სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს

0 კომენტარი
ფოტო: www.cbc.ca

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისთვის დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომლის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ 1969 დაბადებული ს.ტ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს საკუთარ შვილს - 2005 წელს დაბადებულ ა.ტ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პოლიციამ იგი დაუყოვნებლივ დააკავა.

სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც ამოიღეს დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 218 საბრძოლო ვაზნა, ხელყუმბარა, სანადირო თოფის კონდახი და ე.წ. ცევეო, ოპტიკური სამიზნე და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები