ევროკავშირი

მომდევნო ექვსი თვის მანძილზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ავსტრია იქნება

BKA

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ავსტრიამ გადაიბარა. ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის თქმით მათი დევიზი იქნება "ევროპა რომელიც იცავს" და პრეზიდენტობის პერიოდში ავსტრია შეეცდება შეამციროს ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობა.

მისივე თქმით მომდევნო ექვსი თვის მანძილზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში ავსტრიის მთავრობის ფოკუსი უსაფრთხოებაზე, არალაგალური მიგრაციის შეჩერებაზე და რეგიონში სტაბილურობაზე იქნება, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებასაც მოიცავს.

შგახსენებთ, რომ ავსტრია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი უკვე მესამედ ხდება.

კომენტარები