არჩილ თალაკვაძე

"ჩავიდე გულში და წამოვიღე რაც შემეძლო" - თალაკვაძემ სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ოზურგეთში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა. 

"აჩიკო, სიღარიბეს აქვს დიდი სევდა, რომელიც ზაფხულში იმატებს, რადგან ყველანი სადღაც მიდიანო - მითხრა. რა უნდა მეთქვა? ზამთარ-ზაფხულს შორის რაც იყო განსხვავება, ჩავიდე გულში და წამოვიღე რაც შემეძლო. მიყვარს ეს ხალხი, უბრალო და ცხოვრებაზე ასე ჩაფიქრებული.

ოზურგეთში და სოფელ შრომაში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოვინახულეთ. #ისინიმარტოარარიან. - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები