თბილისის ქუჩები, რომლებსაც 3 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 3 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების, ბეთანიის, კიკეთის და კოჯრის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ყურაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები