ომი სირიაში

სირიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი ორ კვირაში 270 ათასმა ადამიანმა დატოვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, სირიის სამხრეთ – დასავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების გამო, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 270 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.  ამის შესახებ BBC-ი წერს

ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული კვირას რეგიონი 160 ათასმა ადამიანმა დატოვა. იძულებით გადაადგილებული პირების დიდი ნაწილი პროვინციების დერაას და ქუნიტრას მცხოვრებნი არიან. ისინი იორდანიის საზღვრისკენ და ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მთის მაღლობებისკენ დაიძრნენ.

თუმცა გამოცემა წერს, რომ არც ერთ ქვეყანას არ გამოუხატავს სურვილი იძულებით გადაადგილებული პირები შეეფარებინა. 

იორდანიაში, სადაც კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე სირიიდან დევნილი ნახევარი მილიონი ადამიანი მიიღეს, განაცხადეს, რომ დევნილებისთვის საზღვარს არ გახსნიან.

გაეროს ინფორმაციით, სირიის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონები ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

კვირას, ქალაქ ბოსრა ალ-შამში, რომელიც ამბოხებულების ძირითად ქალაქად ითვლება იარაღი დაყარეს და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წესებს დაემორჩილნენ.

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო. მოგვიანებით კი, ომში რეგიონული და საერთაშორისო ძალები ჩაერთვნენ.

კომენტარები