ხის უკანონო მოჭრა

წიწვოვანი ხის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ქალაქ თბილისში კოჯრის გზატკეცილზე გადამოწმებული ავტომანქანის ძარაზე, 20 ერთეული 3 მეტრიანი წიწვოვანი სახეობის სამასალე მორი იყო. 

"ავტომანქანის მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი 128 2 მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით. ავტომანქანა დაილუქა." - წერია განცხადებაში.

კომენტარები