ავტოავარია

ავტოავარია მარშალ გელოვანის გამზირზე - ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა

Palitranews.ge

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოავარია მოხდა. “აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მანქანებში ჯამში რვა ადამიანი იმყოფებოდა. ექვს მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ორი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. 

კომენტარები