აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს 242-ედ აღნიშნავს.

1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა ბენჟამენ ფრანკლინის მეთაურობით, დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. 4 ივლისს ამერიკის დაბადების დღესაც უწოდებენ, ვინაიდან ამ დღეს, 1776 წელს, ამერიკის 13-მა კოლონიამ ინგლისისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას. 

ამ დღიდან, ოფიციალურ დოკუმენტებში ამერიკის კოლონიები „ამერიკის შეერთებულ შტატებად“ მოიხსენიება.

ამ დღეს, როგორც წესი, ამერიკელები ფეიერვერკებით,აღლუმებით, ბეისბოლის მატჩებითა და ოჯახური პიკნიკებით აღნიშნავენ.

ეროვნული დღესასწაული ფედერალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დღეს ოჯახები შეიკრიბებიან და ქვეყნის გმირებს პატივს მიაგებენ. 

კომენტარები