ხე-ტყის უკანონო ჭრა

ივნისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოვლინდა

ივნისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოვლინდა მათ შორის 57 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

"ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 105 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 65 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 43 ფაქტი, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 22, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 44 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 2 ფაქტი, შიდა ქართლში - 25, ქვემო ქართლის მასშტაბით - 11 ფაქტი, ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 44 ფაქტი, თბილისის მასშტაბით 2 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2572 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 100 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 16 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი." - წერია განცხადებაში.

კომენტარები