აშშ

აშშ-ში 92 წლის ქალმა მოკლა შვილი, რადგან მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება არ სურდა

0 კომენტარი

აშშ-ში 92 წლის ქალმა მოკლა შვილი, რომელსაც მისი მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანა სურდა. ამის შესახებ BBC-ი წერს. 

ანა მაელ ბლესინგი შვილთან და მის მეგობარ ქალთან ერთად არიზონაში ცხოვრობდა. დედა-შვილს კონფლიქტი მას შემდეგ მოუვიდათ, რაც 92 წლის ქალმა შეიტყო, რომ 72 წლის შვილს მისი თავშესაფარში გადაყვანა სურდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალმა ხალათში ორი ცეცხლსასროლი იარაღი დამალა და მის საძინებელში შესულ ვაჟს რამდენჯერმე ესროლა. პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ერთი კისრის და მეორე ყბის მიდამოებში.

ქალმა ცეცხლი შვილის 57 წლის მეგობარსაც გაუხსნა, თუმცა მან თავის დახსნა მოახერხა და სამართალდამცველები გამოიძახა.

ბლესინგმა დაკითხვაზე თქვა, რომ შვილის მკვლელობის შემდეგ, ის თვითმკვლელობას აპირებდა.

92 წლის ქალს პირველი ხარისხის მკვლელობაში ედება ბრალი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები