უბედური შემთხვევა

ზუგდიდში 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

flickr

ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძზე სიმაღლეზე სავარჯიშოდ ავიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები