უბედური შემთხვევა

ჩინელი მილიარდერი ფოტოს გადაღების დროს კლდიდან გადავარდა

ჩინელი მილიარდერი საფრანგეთში ფოტოს გადაღების დროს კლდიდან გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ BBC-ი წერს

კონგლომერატ HNA Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვანგ იანი საფრანგეთის სამხრეთში ოჯახთან ერთად ისვენებდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ის პროვანსში, ერთ-ერთ კლდეზე ფოტოს იღებდა, როდესაც წონასწორობა დაკარგა და 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ვანგ იანი 57 წლის იყო.

პოლიციელების თქმით, ჩინელი ბიზნესმენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები არ იკვეთება და მომხდარი უბედური შემთხვევა იყო.

იანის გარდაცვალების გამო, HNA Group-ში მწუხარება გამოთქვეს.

ვანგ იანის დახმარებით, კონგლომერატი HNA Grpoup-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად იქცა. ის ფლობს აქციებს Deutsche Bank-ში და სასტუმრობის ქსელ Hilton-ში. კომპანიას მსოფლიოში 400 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

კომენტარები