ტაილანდი

ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილ ფეხბურთელებს ყვინთვას ასწავლიან

BBC

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში 10 დღის წინ დაიკარგნენ მაშველებმა 2 დღის წინ იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

ბიჭებს ყვინთვის გაკვეთილებს უტარებენ, თუმცა მათმა უმეტესობამ ცურვაც არ იცის. მღვიმეების კომპლექსის შესასვლელიდან იმ გამოქვაბულამდე მიღწევისათვის, სადაც ბიჭები იმყოფებიან გამოცდილ მყვინთავებს 3 საათი სჭირდებათ. გადაადგილებას წყალქვეშ დაბალი ხილვადობაც ართულებს.

იმ შემთხვევაში, თუ პატარა ფეხბურთელების გამოყვანა დროულად ვერ მოხერხდება, ამინდის გაუარესების შემდეგ შესაძლოა მათ მღვიმეში დარჩენა მუსონების სეზონის დასრულებამდე, რამდენიმე თვე მოუწიოთ.

მაშველები მათ საკვებს და პირველადი დახმარების ნივთებს აწოდებენ. ისინი ასევე ცდილობენ მღვიმეში სატელეფონო კავშირი დაამყარონ, რათა ბიჭებმა მშობლებთან კომუნიკაცია შეძლონ. მათთან ერთად მღვიმეში არიან ტაილანდის საზღვაო ფლოტის წარმომადგენლები და მედიკოსები.

ტამ ლუან ნანგ ნონის გამოქვაბულები ტურისტული სანახაობაა. მღვიმეების კომპლექსი მიწის ქვეშ რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მათ ნაწილი მთლიანად წყლითაა დაფარული, ხოლო ნაწილი წვიმიან სეზონზე, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში იტბორება.

კომენტარები