კოლუმბია

მსოფლიო ჩემპიონატში აცილებული პენალტის გამო კოლუმბიელ ფეხბურთელებს ემუქრებიან

AP

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში კოლუმბიის ნაკრები ინგლისთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, მატეუს ურიბემ ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო კარლოს ბაკას დარტყმული ინგლისის მეკარემ აიღო.

ამის შემდეგ ფეხბურთელებს სოციალურ ქსელებში განრისხებული ფანებისაგან მუქარის წერილები მისდით. ფეხბურთელებს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და მოუწოდებენ თავი მოიკლან ან კოლუმბიაში აღარასოდეს ჩავიდნენ.

მუქარის შემველი წერილები არ წყდება იმის მიუხედავადაც, რომ პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება კიდევ ერთი კოლუმბიელი ფეხბურთელის, კარლოს სანჩეს მორენოსადმი მიმართული მოკვლის მუქარის თაობაზე. სანჩეს მორენოს მოკვლით მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც იაპონიასთან გამართულ თამაშში მესამე წუთზე ის მოედნიდან გააძევეს.

კოლუმბია ინგლისის დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, 2 ივლისს 24 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კოლუმბიელი ფეხბურთელი ანდრეს ესკობარი მოკლეს. ესკობარს მას შემდეგ ესროლეს, რაც 1994 წელს კოლუმბიის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდა მის მიერ საკუთარ კარში გატანილ გოლს დაბრალდა.

კომენტარები