სოჭში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაღუპულია 63 წლის ადგილობრივი მამაკაცი. დაშავდა კიდევ 3 ადამიანი.
მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.
შეგახსენებთ, რომ სოჭი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია. შაბათს სოჭში რუსეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება.
გასულ თვეს მსგავსი ინციდენტი მოხდა მოსკოვშიც, სადაც მძღოლი, რომელსაც საჭესთან ჩაეძინა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაშავდა 7 ადამიანი.