ლეღვის ნახარში

23 წლის კაცს, რომელმაც რუჯის მიღება ლეღვის ნახარშით სცადა, II-III ხარისხის დამწვრობა აქვს

23 წლის მამაკაცი, რომელმაც ლეღვის ნახარში წაისვა, ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება. მას სხეულზე მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.

ექიმის ინფორმაციით, სეზონის დაწყებიდან დღემდე დამწვრობის ცენტრში სულ 3 პაციენტი შეიყვანეს, რომლებმაც მზეზე გარუჯვა ლეღვის ნახარშით სცადეს.

"ერთი პიროვნება ამ წუთას გადის მკურნალობის კურსს ჩვენს კლინიკაში, ორი პაციენტი კი, გადაყვანილია ამბოლატორიულ მკურნალობაზე. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც გოგოებმა უთხრეს, რომ კარგ რუჯს მიიღებდა. მოხარშა ლეღვის ნახარში, წაისვა და დაზიანება გაცილებით უფრო ღრმად არის, დამწვრობის მეორე-მესამე ხარისხია" - თქვა დამწვრობის ცენტრის ექიმმა თეა უროტაძემ.

კომენტარები