პროსტიტუცია

ჯადოს მუქარით, ნიგერიელ ქალებს პროსტიტუციას აიძულებდნენ 

0 კომენტარი

ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით ლიბერიელი მედდა, წლების განმავლობაში,ახალგაზრდა ქალებს ვუდუს ოკულტური ჯადოს გაკეთებით ემუქრებოდა და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდა. ამის შესახებ Deutsche welle წერს.

ბირმინგემის სასამართლომ 51 წლის ჟოზეფინ იამუ, ზედმეტ სახელად მადამ სანდრა, ტრეფიკინგში დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ იამუმ ნიგერიაში საქველმოქმედო, ქალების დამხმარე ორგანიზაცია დაარსა და  სწორედ ამ გზით პოულობდა მსხვერპლს, რომელთაც ევროპაში კარგ ცხოვრებას პირდებოდა. 

ამის შემდეგ, ახალგაზრდა ქალებს პროსტიტუციას აიძულებდა და ჯადოს გაკეთებით აშინებდა, რათა ისინი პოლიციაში არ მისულიყვნენ.

საქმის მასალების მიხედვით, ევროპაში გამგზავრებამდე ქალები ვუდუს რიტუალში მონაწილეობდნენ, რა დროსაც მათ ქათმის გულს აჭმევდნენ, ასმევდნენ სისხლს და კანს სამართებლით ჭრიდნენ. ამასთან, ქალებს გერმანიაში გადაყვანის სანაცვლოდ 38 000 ევრო უნდა გადაეხადათ.

გერმანიაში ნიგერიელ გოგონებს სექს მუშაკებად ამუშავებდნენ და თვეში 1500 ევროს გადახდას სთხოვდნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფი მას შემდეგ გამოავლინეს, რაც ერთ-ერთი საროსკიპოს მფლობელმა აღმოაჩინა, რომ მასთან მომუშავე ქალს ყალბი პასპორტი ჰქონდა.

სპეცოპერაციაში ჩაერთვნენ გერმანელი, ბრიტანელი და ნიგერიელი სამართალდამცავები. შედეგად, დამნაშავეთა ჯგუფის ხელმძღვანელი მადამ სანდრა დააკავეს, თუმცა ის მსხვერპლზე ზეწოლას მაინც აგრძელებდა. კერძოდ, გოგონების ოჯახის წევრებს ემუქრებოდა. სამართალდამცავები მოისყიდა და რამდენიმე ქალის ნათესავი დააპატიმრებინა კიდეც.

გაეროს მონაცემებით, ყოველ წელს ასობით ნიგერიელ გოგონას ვუდუს რიტუალში მონაწილეობას აიძულებენ, რომლის დროსაც ქალებს ეუბნებიან, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათი ნათესავები დაავადდებიან ან დაიხოცებიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები