კანადა

კანადელი კაცი პოლარულმა დათვმა მოკლა, როცა ის შვილების გადარჩენას ცდილობდა

კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნუნავუტის პროვინციაში, ახალგაზრდა მამაკაცი პოლარულმა დათვმა იმსხვერპლა. ამის შესახებ CNN წერს. 

31 წლის აარონ გიბონსი შვილებთან ერთად, ცნობილ სათევზაო და სანადირო ადგილზე, სენტრის კუნძულზე იმყოფებოდა, რა დროსაც გიბონსმა შენიშნა, რომ პოლარული დათვი ბავშვებს უახლოვდებოდა. 

კაცი შვილების გადასარჩენად, მათსა და დათვს შორის ჩადგა და ბავშვებს დაუყვირა, რომ გაქცეულიყვნენ.

მისმა ერთ-ერთმა შვილმა სანაპიროსთან გაჩერებულ ნავამდე მიაღწია და გადამცემით შველა ითხოვა. 

პოლიციის ინფორმაციით, ადგილობრივებმა დათვს ესროლეს და მოკლეს, კაცის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

მამამ შვილები გადაარჩინა, ბავშვები უვნებლად გადარჩნენ.

ნუნავუტის პროვინციაში, პოლარული დათვი ადამიანს ბოლოს 2000 წელს დაესხა თავს და მოკლა.

კომენტარები