კალაძე: თავიდან უნდა ავიცილოთ ის, რაც სპორტის სასახლის უკან გვაქვს

ქართული ოცნება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უნდა ჩატარდეს კვლევა, რის მიხედვითაც თბილისში კონკრეტული ტერიტორიების განვითარება მოხდება. მან ასევე აღნიშნა, რომ "ქაოტური მშენებლობები" დასარეგულირებელია.

"11 არეალი არის გამოყოფილი მაგალითად, როგორც ლისის ტბის ტერიტორიის მიმდებარე ფართები. ჩვენ იქ შევზღუდეთ მშენებლობები. შევაჩერეთ დროებით და ზუსტად ეს ტერიტორიაც მოხვდა გენგეგმის ნაწილშიც, სადაც უნდა განისაზღვროს, უნდა ჩატარდეს კვლევა და უნდა დაიდოს დოკუმენტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ტერიტორიების განვითარება, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რაც გვაქვს მაგალითად, სპორტის სასახლის უკან და სამწუხაროდ, არის რამდენიმე კიდევ ადგილი, სადაც ქაოტურად არის განაშენიანებული"- თქვა კახა კალაძემ.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, "განაშენიანებისა და განვითარებისთვის" 11 არეალია გამოყოფილი. თბილისის საკრებულოში დოკუმენტი განსახილველად უკვე შევიდა.

კომენტარები