შტორმი

დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

on.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

ყველა სამაშველო კოშკურაზე წითელი ალამია აღმართული. 

"ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება" - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები