ტაილანდი

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი ბიჭების დასახმარებლად მომუშავე მყვინთავი დაიღუპა

O2MAX TRIATHLON TEAM

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი 12 ფეხბურთელის, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელის დასახმარებლად მომუშავე ტაილანდის ფლოტის ყოფილი მყვინთავი დაიღუპა.

სამან გუნანი მაშინ დაიღუპა, როდესაც ბიჭებისათვის ჟანგბადის ბალონების მიწოდებას ცდილობდა. სავარაუდოდ, მას უკანა გზაზე ჟანგბადი არ ეყო.

ჟანგბადის დონე იმ გამოქვაბულში, სადაც ბიჭები არიან 21%-დან 15%-მდეა შემცირებული.

ამჟამად გამოქვაბულში 5 კილომეტრიანი კაბელის შეყვანაზე მუშაობენ, რათა ჟანგბადის მიწოდება მოხერხდეს.

პატარა ფეხბურთელებს ყვინთვასაც ასწავლიან, თუმცა ბევრმა მათგანმა ცურვაც არ იცის და გამომდინარე იქიდან, რომ დაბალი ხილვადობის გამო გამოცდილ მყვინთავებს გამოქვაბულებამდე მისაღწევად 3 საათი სჭირდებათ მათი ამ გზით გამოყვანა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.

სამხედროები მღვიმეების კომპლექსიდან წყლის ამოტუმბვასაც ცდილობენ, თუმცა თუ ეს დროულად არ მოხერხდება, მუსონების სეზონის დაწყებასთან ერთად გამოქვაბულებში წყლის დონე აიწევს და ბიჭები გამოსვლას რამდენიმე თვის მანძილზე ვერ მოახერხებენ.

არსებობს იმ გამოქვაბულის დატბორვის საშიშროებაც, სადაც ბიჭები იმყოფებიან.

ტამ ლუან ნანგ ნონის გამოქვაბულები ტურისტული სანახაობაა. მღვიმეების კომპლექსი მიწის ქვეშ რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მათ ნაწილი მთლიანად წყლითაა დაფარული, ხოლო ნაწილი წვიმიან სეზონზე, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში იტბორება.

კომენტარები