მექსიკა

მექსიკაში ფეიერვერკების საწყობში მომხდარ აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

მექსიკის ქალაქ ტულტეპეკში ფეიერვერკების საწყობში მომხდარ აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ 40 ადამიანი.

მძლავრი აფეთქება მას შემდეგაც გამეორდა, როდესაც ინციდენტის ადგილას პოლიციელები და მეხანძრეები მივიდნენ. დაღუპულებს და დაშავებულებს შორის არიან მაშველებიც.

ტულტეპეკი დედაქალაქ მეხიკოდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მიმდინარე წელს კიდევ ერთ მსგავს აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა. 2016 წელს ქალაქში მომხდარ მსგავს აფეთქებას კი 40 ადამიანი ესმხვერპლა.


ფოტო: Reuters

კომენტარები