იაპონია

იაპონიაში კულტის 7 წევრი 1995 წლის ქიმიური თავდასხმისათვის სიკვდილით დასაჯეს

შოკო ასაჰარა
AFP

იაპონიაში აუმ შინრიკიოს კულტის 7 წევრი, მათ შორის კულტის ლიდერი შოკო ასაჰრა სიკვდილით დასაჯეს. მათ ჩამოხრჩობა 1995 წლის 20 მარტს ტოკიოს მეტროში ქიმიური თავდასხმის განხორციელების გამო ჰქონდათ მისჯილი, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად დაშავდა ათასამდე ადამიანი.

ასაჰარას და მის მიმდევრებს ბრალად ასევე ედებოდათ 1994 წელს რამდენიმე მკვლელობა და ზარინის გაზის გაშვება, რის შედეგადაც დაიღუპა 8 და დაშავდა 600 ადამიანი.

კულტის კიდე 6 წევრს სიკვდილით დასჯა, ხოლო ექვსს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ჯგუფის წევრები აცხადებნდნენ, რომ თავდასხმასთან კავშირი არ ჰქონდათ და თავდამსხმელებმა ის მათგან დამალულად განახორციელეს.

აუმ შინრიკოს კულტი შოკო ასაჰარამ 1980-იან წლებში ჩამოაყალიბა. კულტმა რელიგიური ორგანიზაციის სტატუსი 1989 წელს მიიღო და ათობით ათასი მიმდევარი გაიჩინა. კულტის წევრებს სწამდათ, რომ სამყაროს აღსასრული ახლოვდებოდა და მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ. აშშ-ს, კანადას, რუსეთს, ევროკავშირს და ყაზახეთს კულტი ტერორისტული დაჯგუფებების სიაში ჰყავთ შეყვანილი. 2007 წელს კულტი დაიშალა და სახელი შეიცვალა. "ალეფი" და "ჰიკარი ნო ვა" იაპონიაში ლეგალურად არიან აღიარებული, თუმცა როგორც "საშიში რელიგიის" მქადაგებლები დაკვირვების ქვეშ არიან. მათ მიმდევრები სხვა ქვეყნებშიც ჰყავთ. 2016 წელს მოსკოვსა და პეტერბურგში რეიდების შედეგად კულტის რამდნიმე წევრი დააკავეს.

კომენტარები