მსოფლიო

წყალდიდობის გამო იაპონიაში 2 ადამიანი დაიღუპა, 210 000-მდე ევაკუირებულია

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

წლიერი წვიმის გამო, რომელსაც წყალდიდობა მოჰყვა, იაპონიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში 210 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, დაიკეტა რამდენიმე ხიდი.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ შემთხვევას "ისტორიული წვიმა" უწოდა.
ძლიერ წვიმას წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა. დაშავებულია და დაკარგულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სკოლის მოსწავლე. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 პირი.

იაპონიის ხელისუფლებამ დაახლოებით 1.2 მილიონ ადამიანს მიმართა დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი, მათ შორის ისტორიული და ტურისტული ქალაქის, კიოტოს მაცხოვრებლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები