პაკისტანი

პაკისტანის ექსპრემიერ ნავაზ შარიფს, 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს ნავაზ შარიფს კორუფციის ბრალდებით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამის შესახებ BBC წერს

ეროვნული ანგრარიშვალდებულების სასამართლოს (NAB) დადგენილება, რამდენიმე დაკავების შემდეგ გამოიცა.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ყოფილი პრემიერის შვილი, მარიამ შარიფი, რომელსაც წარსულში ნავაზ შარიფის მემკვიდრედ განიხილავდნენ. მარიამ შარიფს შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ამჟამად ნავაზ და მარიამ შარიფები ლონდონში იმყოფებიან, სადაც შარიფის მეუღლე კიბოს მკურნალობის კურსს გადის.

ნავაზი აცხადებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. 

2017 წლის ივლისის ბოლოს პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ნავაზ შარიფის ოჯახის წევრები კორუფციულ გარიგებაში დამნაშავედ ცნო, რის შემდეგაც შარიფი გადადგა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პრემიერმინისტრის შვილები ოფშორულ კომპანიებს ფლობდენ. გამოძიება „პანამის დოსიეს“ გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, როდესაც 11 მილიონზე მეტი დოკუმენტით დაადასტურა, რომ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების კავშირი ოფშორულ კომპანიებთან ჰქონდათ. ამის შემდეგ პაკისტანის სასამართლომ თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი და გენერალური მდივანიც გადააყენა.

კომენტარები