მეტრო

ძაბვის ვარდნის გამო, მეტროს საბურთალოს ხაზი, დროებით გაითიშა

თბილისის მერია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში მგზავრებს ვერ ემსახურებოდა.

სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ საბურთალოს ხაზზე შეფერხების მიზეზი, ძაბვის ვარდნა გახდა.

"შეზღუდვა გაგრძელდა 40 წუთი და 20:30 საათზე აღდგა მოძრაობა.
დროის ამ მონაკვეთში შეფერხება არ ყოფილა „ახმეტელის თეატრი“ „ვარკეთილის“ ხაზზე",- წერია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში. 

ამ დროისთვის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლები ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდებიან.

კომენტარები