კანადა

კანადაში Youtube-ის სამი ვიდეობლოგერი ჩანჩქერში ჩავარდა და დაიღუპა

კანადაში, შენონის ჩანჩქერზე სტუმრობისას Youtube-ის სამი ვიდეობლოგერი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

რაიკერ გემბელი, ალექსეი ლიახი და მეგან სკრეპერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ და Youtube-ის საკუთარ არხზე High On Life​-ზე ვიდეობლოგებს აქვეყნებდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ჩანჩქერის თავზე არსებულ დინებაში ბანაობდა, რა დროსაც ისინი დინებამ წაიღო და 30 მეტრის სიმაღლიდან გადაცვივდნენ.

თუმცა, როგორც კანადური მედია წერს, მოგზაურები სეირნობდნენ, როდესაც მეგან სკრეპერი წყალში ჩავარდა, მისმა მეგობრებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა სცადეს, წყლის სწრაფ დინებას ვერ გაუმკლავდნენ და ჩანჩქერიდან გადავარდნენ.

კომენტარები