ყაჩაღობა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

უწყებაში დამატებით დეტალებზე განცხადებას არ აკეთებენ. უცნობია რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
 

კომენტარები