ხადას ხეობა

ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქე ცოლ-ქმარი დაიღუპა, დაკარგულია მათი 4 წლის შვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქე ცოლ-ქმარი დაიღუპა, დაკარგულია მათი 4 წლის შვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა.

უწყების ცნობით, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

მოგვიანებით ერთ-ერთი დაკარგული ტურისტის ცხედარი მანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში იპოვეს.

კიდევ ერთი ტურისტის, კაცის ცხედარი კი დღეს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

შსს-ის განცხადებით, არც ერთ დაღუპულს ძალადობის ნიშნები არ აქვს. 

ამ დრომდე დაკარგულია მათი 4 წლის შვილი. სამძებრო სამუშაოების განახლება ხვალ დილიდან იგეგმება. 

"მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ. სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება", - აცხადებს შსს. 

კომენტარები