სტიქია ჭუბერში

საგანგებო შტაბი თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ტექნიკის მიწოდებას სთხოვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ჭუბერში სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საგანგებო შტაბი თავდაცვის სამინისტროს დამატებითი საინჟინრო ტექნიკის მიწოდების თხოვნით მიმართავს. 

შტაბის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, და ამის გამო მდინარის ნაპირზე მყოფ მოსახლეობასთან საავტომობილო მიმოსვლა გართულებულია და პრობლემურ კერებამდე ტექნიკა ვერ მიდის. შტაბმა სამინისტროს, შესაბამისი თხოვნით, გუშინ ჩატარებული საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ მიმართა.

5 ივლისს სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ადიდებულმა მდინარემ ორი სახლიც წაიღო. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა. 

კომენტარები