ტაილანდი

BBC: ტაილანდში მაშველებმა დატბორილი მღვიმეებიდან 2 მოზარდი გამოიყვანეს

ტაილანდში მაშველებმა დატბორილი მღვიმეებიდან 2 მოზარდი უკვე გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მყვინთავებმა სამაშველო ოპერაცია დღეს დაიწყეს. 

სამაშველო ოპერაციაში 13 უცხოელი მყვინთავი და ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 მყვინთავი იღებს მონაწილეობას. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია 2-დან 4 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს.

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში ორი კვირის წინ დაიკარგნენ მაშველებმა 6 დღის წინ იპოვეს. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

კომენტარები