სტიქია ჭუბერში

პარლამენტმა ჭუბერში სამხედრო ძალების გამოყენებას მხარი დაუჭირა

ხატია მიქიანი

სვანეთში, სტიქიით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. 

მარგველაშვილის წარდგინება „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

საკითხზე მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ზურაბ მაჭარაძე იყო.

წარგდინებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი მათგანი არ წასულა.

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სამეგრელო- ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გუშინ გამოსცა.

5 ივლისს სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოინგრა ორი სახლიც, ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა. 

კომენტარები