სარკინიგზო ავარია

თურქეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, 24 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, 24 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერზე რეჯეპ აკდაგზე დაყრდნობით, BBC წერს.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 194 ადამიანი. მათგან 124 პირს მკურნალობის კურსის გაგრძელება სჭირდება. დანარჩენები კი გამოკვლევის შემდეგ სამედიცინო ცენტრებიდან გამოუშვეს. 

მანამდე ინფორმაცია 10 დაღუპულისა და 73 დაშავებულის შესახებ გავრცელდა. 

გუშინ საღამოს, სამგზავრო მატარებელი კაფიკულე-სტამბოლის მარშრუტით მოძრაობდა, როდესაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, თექირდაღის პროვინციაში ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. კატასტროფის დროს მატარებელში 362 ადამიანი იმყოფებოდა. 

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის ცნობით, ავარიის მიზეზი ხანგრძლივი წვიმა გახდა, რამაც მეწყერი გამოიწვია. შედეგად, რელსები და წყალგამტარი გვირაბი დაზიანდა. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე დასრულდა. 

კომენტარები