კაპრალის გარდაცვალება

სამინისტრო: კაპრალი წვრთნის შემდეგ შეუძლოდ გახდა და გულის უკმარისობით გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების კაპრალის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ის წვრთნის ერთერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოთ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა. 

"საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას გულის პირდაპირი მასაჟის სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალ გია ჩაჩუას გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ მირზა გიას ძე ჩაჩუას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს." - წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები