ნიკარაგუა

ნიკარაგუაში, საპროტესტო აქციების დროს, 14 ადამიანი დაიღუპა

ნიკარაგუაში საპროტესტო აქციების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ოთხი სამართალდამცველია. დაშავებულთა რიცხვი კი 30-ს აღემატება.

aljazeera-ს ინფორმაციით, კარასოს რეგიონში საპროტესტო აქცია შეტაკებებში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეების მიერ აღმართული ბარიკადების დაშლა დაიწყო.

ნიკარაგუაში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 18 აპრილიდან იმართება. რეფორმის მიხედვით შენატანი 5%-ით იზრდება. ქვეყნის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ რეფორმა უკვე გააუქმა, თუმცა მასობრივი გამოსვლები არ წყდება. 

ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი პროტესტის ფონზე ოპოზიციამ ორტეგას მოუწოდა 2021 წელს დანიშნული არჩევნები 2019 წელს ჩაატაროს, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი მოთხოვნას არ დაეთანხმა. 

უფლებადამცველების ცნობით, საპროტესტო აქციების დროს, აპრილიდან დღემდე, ნიკარაგუაში 323 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები