კრიმინალი

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

Getty Images

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ბლაგვი საგნით არის დაჭრილი. 

მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
 

კომენტარები