რეჯეფ თაიპ ერდოღანი

ერდოღანმა, ფინანსთა მინისტრად, თავისი სიძე დანიშნა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, რომლის ინაუგურაცია გუშინ გაიმართა, ქვეყნის ფინანსთა მინისტრად თავისი სიძე ბერატ ალბაირაკი დანიშნა, რომელიც მანამდე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

ამასთან ერთად, დასახელდა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურები დასახელდა. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ახალ მთავრობაში სულ 16 მინისტრი შევიდა. ეს კი წინა მინისტრთა კაბინეტის რაოდენობაზე, 10-ით ნაკლებია.

მევლუთ ჩავუშოღუმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შეინარჩუნა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოკტაი გახდა, რომელიც მანამდე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბინალ ილდირიმის მრჩეველი იყო. თავდაცვის სამინისტროს ხულუს აკარი უხელმძღვანელებს.

თურქეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდა და მთავრობის ფორმირება პრეზიდენტის პრეროგატივა გახდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 20 ივნისს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აპრილში ერდოღანმა თარიღი გადმოწია.

გასული წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომლის შედეგად ქვეყანა საპარლამენტოდანსაპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა, ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბევრად დიდი ძალაუფლება ექნება.

კომენტარები