მსოფლიო

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 141 ადამიანი დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

იაპონიაში მომხდარი სტიქიის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. ქვეყნის მთავრობის ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 141 ადამიანი.

გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა. ძლიერი წვიმა, რომელიც ხუთშაბათს, 5 ივლისს, იაპონიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში დაიწყო.

ორ მილიონ ადამიანს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია, მათ შორის არიან ისტორიული და ტურისტული ქალაქის, კიოტოს მაცხოვრებლები.

სამაშველო ოპერაციაში 70 000-ზე მეტი სამაშველო სამსახურის თანამშრომელია ჩართული, მათ შორის არიან სამხედროები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები