დისკრიმინაცია

შსს: დისკრიმინაციული ნიშნით დანაშაულისთვის 2018 წელს 50-ზე მეტი პირი დავაკავეთ

0 კომენტარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვეში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, 50-ზე მეტი პირი დააკავეს.

ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის შემთხვევები გაზრდილია და მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემი მთელი 2017 წლის მთლიან მონაცემზე მეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით უწყების მიერ 2018 წლის 6 თვეში გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ ამ პერიოდში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ და მათგან დაკავებულია 1328 ადამიანი. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემულია 3292 ორდერი, რომელთა დარღვევის მაჩვენებელი 7%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისგამო უწყებიდან დაითხოვეს სამი თანამშრომელი, 3-ს კი დისციპლინური სახდელი დაეკისრა. ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა კიდევ 4 პოლიციელს.

ნათია მეზვრიშვილმა დღეს ზვიად დევდარიანის საქმეზეც ისაუბრა და თქვა, რომ ადევნების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უწყებამ დაადგინა იმ მსხვერპლების ვინაობა, რომელიც დევდარიანის მიმართ მედიაში გაჟღერებულ ბრალდებებს ადასტურებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები