Game of thrones

GAME OF THRONES-ის ფინალური სეზონის გადაღებები დასრულდა

HBO.com

Game of Thrones-ის ფინალური, მერვე სეზონის გადაღებები გუშინ დასრულდა. გადაღებების ბოლო ეტაპი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში მიმდინარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით ფინალური სცენები მეფის მიწაზე [King's Landing] ვითარდება.

სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა, სოფი ტერნეტმა ფანებს უთხრა, რომ მერვე სეზონი უფრო სისხლიანი იქნება, ვიდრე მეშვიდე იყო.

გადაღებების დასრულებასთან დაკავშირებით, გუშინ, არია სტარკის როლის შემსრულებელმა, მეისი უილიამსმა პოსტი დაწერა.

"ნახვამდის ბელფასტო. ნახვამდის არია. ძალიან გავერთე. წინ კიდევ არის თავგადასავლები" - წერს მეისი უილიამსი.

რამდენიმე კვირის წინ გამოსამშვიდობებელი პოსტი დენერის ტარგარიენის როლის შემსრულებელმა, ემილია კლარკმაც დაწერა.

Game of Thrones-ის პირველი სერია 2011 წლის, 17 აპრილს გამოვიდა. მის ფინალურ სეზონს კი 2019 წლის, აპრილში იხილავთ.

კომენტარები