კრიმინალი

N140 ავტობუსში 17 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, N140 ავტობუსში 17 წლის ბიჭის დაჭრისთვის ასევე არასრულწლოვანი, 2002 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ, ნომერ 140-ე ავტობუსში მგზავრობისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ კ.მ-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.მ. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს და დაათვალიერეს ავტობუსის შიდა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია მომხდარი ფაქტი.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საბურთალოზე, N140 ავტობუსში 17 წლის მოზარდი ცივი იარაღით დღეს დაჭრეს. ექიმის ინფორმაციით, მას ადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მან ორ ლიტრამდე სისხლი დაკარგა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომენტარები