ხანძარი

ლენტეხში ცეცხლის ჩაქრობას 120 მეხანძრე-მაშველი ცდილობს - დაიწვა 2.5 ჰექტარი

ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ცეცხლის ჩაქრობას 120 მეხანძრე მაშველი ცდილობს. რომლებმაც ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. 

ადგილზე დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალაა მობილიზებული. 

ამ დროის მონაცემებით 2.5 ჰა ფართობია დამწვარი. 

უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში ვერტმფრენის ჩართვა მოხდება. ამ ეტაპზე ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

კომენტარები