ლენტეხიში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს.
არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა. ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა მუშაობს. ადგილზე მობილიებულია დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთის რეგიონიდა.
ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.
ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი
მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.