სმიტების მკვლელობის საქმე

პროკურორი: სმიტის და ბრალდებულის შელაპარაკება იარაღის გამო მიცემულ შენიშვნას მოყვა

ipn

სმიტების მკვლელობის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით, სმიტების ოჯახის მკვლელობის მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა. მან განმარტა, რომ მაიკლ მსმიტმა ბრალდებულს მალხაზ კობაურს იარაღის მოხმარებასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, რის გამო მათ შორის შელაპარაკება მოხდა.

"დანაშაულის მოტივი, რომელიც  დღეის მდგომარეობით იკვეთება - ეს არის ურთიერთშელაპარაკება. საუფუძველი იყო იარაღის მოხმარების წესის დარღვევა ასე ვთქვათ, რაც არ მოეწონა გარდაცვლილ პიროვნებას. ანუ ამ იარაღს ისე ატარებდა, ეს პიროვნება რომ შეიძლება საფრთხე შექმნოდა ბავშვს, რომელიც იმყოფებოდა მის გვერდით, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება მასა და გარდაცვლილ მამაკაცს შორის"- თქვა სმიტების მკველოლობის საქმის პროკურორმა.

შეგახსენბთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავა.

მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა. 

კომენტარები