მკვლელობა ხადას ხეობაში

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შსს

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მცხეთის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ივლისს ხადას ხეობაში დაღუპული სმიტების ოჯახის ორი წევრი მოკლულია - კაცი და ბავშვი, ქალი კი გაქცევისას ხევში გადავარდა. 

19 წლის მწყემსს მალხაზ კობაურს ბრალი გუშინ წარუდგინეს, მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა ედება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავა.

მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა.

კომენტარები