მკვლელობა ხადას ხეობაში

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული: მე არ მომიკლავს, უცხო 2 კაცი იყო და იმათ დახოცეს

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი ამბობს, რომ სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს. ამის შესახებ მალხაზ კობაურმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. 

" მე არ მომიკლავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ.“-ამბობს ბრალდებული. 

კობაურს ბრალი გუშინ წარუდგინეს, დღეს კი მცხეთის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ივლისს ხადას ხეობაში დაღუპული სმიტების ოჯახის ორი წევრი მოკლულია - კაცი და ბავშვი, ქალი კი გაქცევისას ხევში გადავარდა. 

19 წლის მწყემსს მალხაზ კობაურს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა ედება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ დაკავებულმა მალხაზ კობაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

კომენტარები