თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 12 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გადაუდებელი სამუშაოებს ასახელებს. 

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

01 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, წყალსადენის, ფეიქართა და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის, გელა ჭედიას, ლაზოს, ქერჩის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ჯანაშიას, შანიძის, ხორავას, თარხნიშვილის, ინოლა გურგულიას, სვანიძის, დიმიტრი ბაქრაძის, ყაზბეგის, გუდაურის, ბარნოვის და ერეკლე ტატიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაისუბნის და ბუხაიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV, V კვარტლების, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და საბურთალოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები