აშშ

აშშ-ში ქალი მანქანაში საყვარელთან სექსის დროს გაიგუდა

აშშ-ს ქალაქ ნიუ-ჯერსიში 39 წლის ქალი საცხოვრებელი კორპუსის პარკინგზე საყვარელთან სექსის დროს დაიღუპა. ამის შესახებ Foxnews-ი წერს. 

ქალისა და მისი ავტომობილის ხელოსნის გვამები ავტომობილში ქალის ქმარმა აღმოაჩინა. ისინი ნახშირბადის მონოქსიდით გაიგუდნენ.

საცხოვრებელში ნახშირბადის მონოქსიდის გავრცელების გამო, ევაკუაციაც გამოცხადდა.

ნახშირბადის მონოქსიდი უფერო, უსუნო, უგემო აირია, რომელიც წარმოიქმნება ბუნებრივი აირის, ხის, პროპანის, ნახშირის ან სხვა საწვავის წვის დროს. გაუმართავი ძრავები და გასათბობი საშუალებები, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში იწვევენ ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციის საშიშ დონემდე გაზრდას. 

კომენტარები