ფინანსთა სამინისტრო

მაჭავარიანი: მიდიხარ იმამდე, რა ჰქვია, ინკლუზიურობის, რა ჰქვია რეგიონების განვითარებაზე

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია წარადგინა. მაჭავარიანის ხედვით, მთავრობის ეკონომიკური პარადიგმა დაბალი დეფიციტის შენარჩუნება, ასევე გადასახადების ზრდაზე უარის თქმა იქნება. 

ივანე მაჭავარიანის მიმართვა პარლამენტისადმი

"სანამ გადავალ ჩვენ პროგრამასა და ხედვებზე, რომ მინდა ჯერ ეკონომიკური ფილოსოფიის შესახებ გაგცეთ პასუხი. ერთის მხრივ, როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს და რომ ნორმალური ტენდენციებია ეკონომიკაში - ეს ფაქტია. მე ეკონომიკის შესახებ ვეყრდნობი სავალუტო ფონდის დასკვნას, ასეთი კარგი დასკვნა მგონი არც დაწერილა არასდროს, ობიექტურ სურათს ასახავს. 7.5%-იანიც კარგი ზრდა იყო, რაც ერთი თვე გვქონდა და 5%-იანი ზრდაც კარგია რაც პირველ ნახევარში გვქონდა. გარე შოკები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას დასრულდა, გაიარა 2014 წლის შოკმა.

ეკონომიკურ ფილოსოფიაზე მინდა გადავიდე, ვამბობთ რომ არის პრობლემები სიღარიბეში, სათანადო დოზით არ ხდება დაძლევა სიღარიბის. ამ დროს გამოვდივართ რაღაც ინიციატივებით, რომ - "სამართლიანი თამაშის წესები გვქონდეს", იყოს "გადანაწილება", მაგრამ აქ მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს - ეს ყველაფერი, თითქოს ერთმანეთს გამორიცხავს და შეუთავსებელია, ეს არ მოხდება ბიუჯეტის ხარჯზე. რომ ავიღოთ ახლა და რაღაც ფულები მივმართოთ იქ და ისევ გადავყაროთ და საფრთხე შევუქმნათ იმ ზრდას, რომელიც დღეს გვაქვს. ზუსტად ის სიტყვები, რომლებიც ბოლო პერიოდია, პრემიერი ბახტაძისგან ისმის, ალბათ გახსოვთ - "მცირე მთავრობა" - ეგეთი ტერმინი, "ინკლუზიურობა", კიდევ იყო ტერმინი "სამართლიანი თამაშის წესები" - ეს ყველაფერი იქიდან გაჩნდა რომ უბრალოდ მარტივად კი არ გავზარდოთ ხარჯები და რისკი შევუქმნათ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, არამედ მთავრობის შიგნით, პროცესების შიგნით ვეძებოთ ის ეფექტურობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ამ უთანაბრობას რაღაცნაირად მაინც მივაქციოთ ყურადღება. მე შორს ვარ აზრისგან, რომ ამ დისბალანსს ჩვენ დავხურავთ. 

ინკლუზიურობა ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ზის და უმუშევარია, ან სოციალურ დახმარებას ელოდება, გახდეს მოთამაშე ეკონომიკური აქტორი. ჩვენ ვთქვით რომ არ გავზრდით ბიუჯეტს, მაგრამ არის შესაძლებლობა ბიუჯეტის შიგნით ჩავიხედოთ - არის ათასი მანქანა, რომელიც არ გვინდა, პროცესი, რომელიც შეიძლება ჩანაცვლდეს ციფრული ტექნოლოგიით. ცოტა კერძო სექტორთანაც ვითანამშრომლოთ და ასე, მიდიხარ მერე რა ჰქვია, სტარტაპის კაპიტალის ინიციატივამდე. მიდიხარ მაგალითად, იგივე იმამდე, რა ჰქვია, ინკლუზიურობის, რა ჰქვია რეგიონების განვითარებაზე. იმაზე მეტს ჩვენ ვერ დავხარჯავთ რაც ბიუჯეტში გვაქვს. სავარაუდოდ ეს არ იქნება ბოლომდე საკმარისი. მაგრამ გამონთავისუფლებული თანხებით ხომ, რასაც ვაპირებთ ამ იმიდან, მცირე მთავრობის კონცეფციიდან, რაღაცას წავახმართ ასევე კაპიტალურ დანახარჯებს. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა რომ არ შეიქმნას ეგეთი მცდარი განწყობა რომ ჩვენ დავანგრევთ იმ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რომელიც ასე სიმწრით არის მოპოვებული ან ვალის ზრდის, ან გადასახადების ზრდის ხარჯზე, ან დეფიციტის ხარჯზე - ეს არ მოხდება როგორც მინიმუმ, სანამ მე ვიქნები მინისტრი."

შენიშვნა: სტილი დაცულია.

კომენტარები